ირაკლი კობახიძე - დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე პრეზიდენტს აქვს თავისი პოზიცია, უმრავლესობას კი ჩვენი, რაც დასაბუთებულია
ირაკლი კობახიძე - დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე პრეზიდენტს აქვს თავისი პოზიცია, უმრავლესობას კი ჩვენი, რაც დასაბუთებულია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პრეზიდენტის განცხადება მისი შეფასებაა, უმრავლესობას კი სხვა პოზიცია აქვს.

როგორც კობახიძე აცხადებს, მმართველმა გუნდმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება.

„ეს არის მისი პოზიცია, მე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რაც არის დასაბუთებული, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. გახსოვთ, რამდენად რთული და ცხელი იყო ვითარება ერთი წლის წინ და ამ ცხელი ვითარების შემოქმედთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის პირები, რომლებსაც დღეს შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, ესენი არიან ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე და შალვა ნათელაშვილი. ჩვენ მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით, ამას ხაზგასმით ვამბობ, მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მათი მიზანი იყო ქვეყნის არევა, ჩვენი მიზანი იყო ქვეყნის დამშვიდება და გვიწევდა მათთან დაპირისპირება, რომ ქვეყანას შეენარჩუნებინა სიმშვიდე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ამ კონკრეტული სამი დეპუტატის მიმართ რა თქმა უნდა ასევე ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას“, – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

პარლამენტმა დღეს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.