სალომე ზურაბიშვილი – არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას

18:20, 15.02.2022

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე არის აღნიშნული.

„დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“ – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

პარლამენტმა დღეს კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

მსგავსი