ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

15:10, 07.11.2026

საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას აფასებენ. გარდა ეკონომიკისა, მმართველი გუნდის ლიდერები ხაზს უსვამენ პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასაც.

მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა არაერთ ასპექტს მოიცავს. მათ შორის ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ხოლო საქართველოს მხრიდან  „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მხარდაჭერას.

ვაჭრობა, ინვესტიციები, ექსპორტი და პირდაპირი ავიამიმოსვლა – სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ყოვლისმომცველი პარტნიორობა კონკრეტულ შედეგებში აისახება და ამ შედეგებს მზარდი დინამიკა აქვს.

მსგავსი