სალომე ზურაბიშვილი - არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე არის აღნიშნული.
„დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“ – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
პარლამენტმა დღეს კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.