თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კეიტ დილონს შეხვდა

14:37, 07.11.2026

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს, კეიტ დილონს შეხვდა.

სოციალურ ქსელში თამარ ტალიაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება და განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და პარასპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას აშშ-ში, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, შედეგზე ორიენტირებული ინიციატივების, ვიზიტების გაცვლისა და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

მსგავსი