ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" თითოეული წევრი მიესალმება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ პროცესებში
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" თითოეული წევრი მიესალმება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ პროცესებში

ბიძინა ივანიშვილი 2016 წლიდან მთლიანად არის დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან, ეს იყო მისი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ბიძინა უმრავლესობის უახლოეს სხდომას დაესწროს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თითოეული წევრი მიესალმება მის გამოჩენას. თუმცა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო დისტანცირება, საპირისპირო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ამას უპირობო მხარდაჭერა ექნება მთელი პარტიის მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.