ირაკლი კობახიძე - ჩვენს ინტერესშია, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, მნიშვნელოვანია, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენს ინტერესშია, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, მნიშვნელოვანია, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ

ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციას ესწრება.

მისი თქმით, სანქციები არის შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის, ხალისთვის და არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას.

„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ სანქციები არის არასერიოზული, ამასთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალისთვის. ეს არ შეესატყვისება ჩვენს პარტნიორობის სულისკვეთებას. მე იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშია გაღრმავდეს ურთიერთობები ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ, შესაბამისად, შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქართული სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.