ირაკლი კობახიძე - ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა 26 ოქტომბერს ჩაიშლება, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და ავტორიტარიზმის ფესტივალის დაბრუნებას უარს ეტყვის
ირაკლი კობახიძე - ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა 26 ოქტომბერს ჩაიშლება, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და ავტორიტარიზმის ფესტივალის დაბრუნებას უარს ეტყვის

ავტორიტარიზმის ფესტივალი ჩაიშალა და რაც მთავარია, საბოლოოდ ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა ჩაიშლება ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და სწორედ ავტორიტარიზმის ფესტივალის დაბრუნებას ეტყვის უარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში 9 წლის განმავლობაში იყო ავტორიტარიზმის ფესტივალი, 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით და ქვეყანაში ავტორიტარიზმის ფესტივალს ვერავინ დააბრუნებს.

„ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ უცხოური დაფინანსებით ტარდებოდა ეს ფესტივალი, ეს იყო დანიური დაფინანსება. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ვიღაც გარედან ცდილობს ასე უხეშად ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში. ეს არის უკიდურესად მიუღებელი და მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა მოხვდეს საარჩევნო ანგარიშებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.