ირაკლი გოგავა - შავი სია, ნაციონალების ტერორი, დასახვრეტთა სია, მხედრიონი, ეს ხომ გავიარეთ უკვე, ეს სჭირდება ახლა ხალხს?!
ირაკლი გოგავა - შავი სია, ნაციონალების ტერორი, დასახვრეტთა სია, მხედრიონი, ეს ხომ გავიარეთ უკვე, ეს სჭირდება ახლა ხალხს?!

შავი სია, ნაციონალების ტერორი, დასახვრეტთა სია, მხედრიონი, ეს ხომ გავიარეთ უკვე, ეს სჭირდება ახლა ხალხს?! – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი გოგავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

გოგავა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალური კომისიის მიერ ე.წ. შავი სიის გამოქვეყნებას ეხმაურება.

„შავი სია, თეთრი ტერორი, წითელი ტერორი, ნაციონალების ტერორი, „ტროიკები“, დასახვრეტთა სია, მხედრიონი, საძმოები, გასასახლებელთა სია, ფულის წასართმევთა სია… ეს ხომ გავიარეთ უკვე?! ეს სჭირდება ახლა ხალხს?!

შემდეგი რა უნდა გამოაცხადოთ?! „წითელი ბრიგადების“, „შავრაზმელების“, „წითელი კხმერების“, „კრონშტადტის მეზღვაურთა“ თუ „უსტაშების“ მოიერიშე რაზმების შექმნა და „ჩირაღდნებიანი მარში“ ღამის გამზირზე?!

გამოაქვეყნეთ ქვეყნის განვითარების თქვენეული ხედვა ყველა პარტიამ ცალ-ცალკე. დაემსგავსეთ მაინც პარტიებს. ნუ გგონიათ ხალხი ბრბო! იგრძენით პასუხისმგებლობა და ამას საზოგადოებაც დაინახავს“,- წერს ირაკლი გოგავა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ დღევანდელ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.