ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ თავდაცვის ატაშეებს, სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს შეხვდა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გააცნო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრო სტრატეგიულ პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროს ნატო-ს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესს, უზრუნველყოფს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებას და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას.

მინისტრი სამხედრო დიპლომატებს თავდაცვის უწყების განვითარების 2020 წლის ძირითად პრიორიტეტებზეც ესაუბრა.ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურული ცვლილებების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროში თავდაცვის ატაშეეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.