ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
Secretary of Defense Lloyd J. Austin III poses for a photo with Georgia Minister of Defense Irakli Chikovani upon the conclusion of the 23rd iteration of the Ukraine Defense Contact Group at NATO Headquarters in Brussels, Belgium, June 13, 2024. (DoD photo by U.S. Navy Petty Officer 1st Class Alexander C. Kubitza)
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბელგიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გახსნეს. შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.