ირაკლი ღარიბაშვილი - ნატალია საბანაძის გადადგომაზე საგარეო უწყებამ ნათელი განმარტება გააკეთა, საკითხს დამატებითი კომენტარი არ სჭირდება
ირაკლი ღარიბაშვილი - ნატალია საბანაძის გადადგომაზე საგარეო უწყებამ ნათელი განმარტება გააკეთა, საკითხს დამატებითი კომენტარი არ სჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნატალია საბანაძის მიერ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ ნათელი განმარტება გაავრცელა.

მისი თქმით, საკითხს დამატებითი განმარტება არ სჭირდება.

„რაც შეეხება ელჩი საბანაძის თანამდებობიდან გადადგომას, მოვისმინე ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მან უბრალოდ დააჩქარა გადადგომა. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ნათელი განმარტება და აღნიშნულ საკითხს დამატებითი კომენტარი არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატალია საბანაძეს ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.