საგარეო საქმეთა სამინისტრო - მადლობას ვუხდით ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის, მისი საქმიანობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში
საგარეო საქმეთა სამინისტრო - მადლობას ვუხდით ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის, მისი საქმიანობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია საბანაძეს ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი საქმიანობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.

უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ/წ 16 მარტს გაიმართა.

მოგეხსენებათ, რომ ეს იყო უზომოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზე წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით. წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში!“ – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.