ირაკლი ღარიბაშვილი - მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადები შეისწავლოს
მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
„ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
ევროკავშირში წევრი ქვეყნების ელჩები დღეს
შეთანხმდნენ, რომ ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებები წარადგინოს.