ევროკავშირში წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებები წარადგინოს

19:22, 07.03.2022

ევროკავშირში წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებები ევროკომისიამ წარადგინოს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობა „ტვიტერში“ წერს.

„ევროკავშირში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელები შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ევროკომისია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატად თითოეული აპლიკანტის – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრების წარმოსადგენად“, – წერს ევროპის საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობა.

 

მსგავსი