ევროკავშირში წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებები წარადგინოს
ევროკავშირში წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებები ევროკომისიამ წარადგინოს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობა „ტვიტერში“ წერს.
„ევროკავშირში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელები შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ევროკომისია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატად თითოეული აპლიკანტის – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრების წარმოსადგენად“, – წერს ევროპის საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობა.