ირაკლი ღარიბაშვილი - მადლენ ოლბრაიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის ენერგიული დამცველი იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის ენერგიული დამცველი იყო. როგორც აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, ის იყო ნოვატორი, რომელმაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა საჯარო სამსახურს”, – წერს ღარიბაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.