ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მათთან ერთად ვერტმფრენში მყოფი სხვა პირების დაღუპვის გამო აიათოლა ალი ხამენეის მიუსამძიმრა
ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მათთან ერთად ვერტმფრენში მყოფი სხვა პირების დაღუპვის გამო აიათოლა ალი ხამენეის მიუსამძიმრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მათთან ერთად ვერტმფრენში მყოფი სხვა პირების დაღუპვის გამო ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის უსამძიმრებს.

„იბრაჰიმ რაისი იყო გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომლის მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო სამშობლოსთვის სამსახურისადმი. ის სამართალანად სარგებლობდა თანამემამულეების დიდი პატივისცემით და მნიშვნელოვანი ავტორიტეტით საზღვარგარეთ. როგორც რუსეთის ნამდვილმა მეგობარმა, მან ფასდაუდებელი პირადი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში, დიდ ძალიასხმევას მიმართავდა ამ ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ასაყვანად“, – ნათქვამია პუტინის სამძიმარში, რომელსაც კრემლი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტი თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს დაღუპული პრეზიდენტისა და კატასტროფის სხვა მსხვერპლთა ახლობლებს.