ირაკლი ღარიბაშვილი – მადლენ ოლბრაიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის ენერგიული დამცველი იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის ენერგიული დამცველი იყო. როგორც აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, ის იყო ნოვატორი, რომელმაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა საჯარო სამსახურს”, – წერს ღარიბაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
My condolences go out to the family & loved ones of Madeleine Albright. She was one of the world’s most distinguished diplomats & a vigorous champion for democracy. As the first female US Secretary of State, she was a trailblazer who dedicated her life to public service. pic.twitter.com/HqB7pG0rAb
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 23, 2022