ირაკლი ბერაია - მერაბიშვილი არის სახელმწიფო ტერორიზმის მანქანის ერთ-ერთი შემოქმედი, მისი და მისი კოორდინაციით მოქმედი ჯგუფების ზრახვები კეთილი არ არის
ირაკლი ბერაია - მერაბიშვილი არის სახელმწიფო ტერორიზმის მანქანის ერთ-ერთი შემოქმედი, მისი და მისი კოორდინაციით მოქმედი ჯგუფების ზრახვები კეთილი არ არის

ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ამ საკითხებზე საუბრის მორალური უფლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ვანო მერაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

საუბარია საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე 8 მარტის ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მერაბიშვილი ამბობს, რომ „პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი“.

ბერაიას თქმით, ვანო მერაბიშვილი არის სახელმწიფო ტერორიზმის მანქანის ერთ-ერთი შემოქმედი და ერთ-ერთი საფუძველი.

„გვახსოვს ამ რეჟიმის მძიმე შედეგები, როდესაც ახალგაზრდები ქუჩებში, საპყრობილეებში იხოცებოდნენ და სახელმწიფო მაშინ მოქალაქეებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ის ზრახვები, რაც ვანო მერაბიშვილს და მისი კოორდინაციით მოქმედ ჯგუფებს აქვთ, არ არის კეთილი. ვანო მერაბიშვილის კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დონის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები მიდის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და რა ელემენტები არიან ამაში ჩართული“, – განაცხადა ბერაიამ.