ირაკლი აბუსერიძე - ქართული რაგბი არავის მონობის ქვეშ არ ყოფილა, ყოველთვის თავისი ღირსება ჰქონდა #1TVSPORT
საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების წინ საკუთრი მოსაზრება დააფიქსირა ირაკლი აბუსერიძემ, რომელიც 30 დეკემბრის არჩევნებისას პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრმა ის არ დაარეგისტრირა.
„რიგით მოქალაქეს, რომელიც რაგბის სამყაროსთან არ ასოცირდება, არა აქვს უფლება დააფიქსიროს ნება ქართული რაგბის მომავალზე. ის მუშაობას ვერ განაგრძობს, რადგან ქართული რაგბი არავის მონობის ქვეშ არ ყოფილა. ყოველთვის თავისი ღირსება ჰქონდა და ღირსეულად გაჰქონდა საქართველოს სახელი“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.