ირაჩე გარსია - არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ მიმართოს ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის სწრაფად გადაჭრისკენ
ირაჩე გარსია - არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ მიმართოს ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის სწრაფად გადაჭრისკენ

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტი ირაჩე გარსია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ მიმართოს ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის სწრაფად გადაჭრისკენ,“ – წერს ირაჩე გარსია.