ირაჩე გარსია – არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ მიმართოს ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის სწრაფად გადაჭრისკენ
ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტი ირაჩე გარსია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ მიმართოს ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის სწრაფად გადაჭრისკენ,“ – წერს ირაჩე გარსია.
Fruitful meeting with the PM of Georgia, @GharibashviliGe.
We reaffirmed our commitment to deepen political and economic integration in line with the Association Agreement. It is vital that all political actors work for a swift resolution to the ongoing political situation. pic.twitter.com/2lwfsjnNn8— Iratxe Garcia Perez/♥️ (@IratxeGarper) March 16, 2021