იორმუღანლოში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ
სოფელ იორმუღანლოში ადგილობრივი მოსახლეობა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თეა გურგენიძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ერთი კვირაა პროტესტის ნიშნად, მეოთხე კლასის მოსწავლეებს სკოლაში არ უშვებენ .
გათავისუფლებულმა პედაგოგმა დღეს სოფლის ცენტრში კარავი გაშალა და ქართული ენის გაკვეთილების ჩატარებას ამ ფორმით აპირებს.
თეა გურგენიძე სკოლიდან 21 მაისს გაათავისუფლეს. მას რამდენიმე თვის წინ დირექცია და რესურსცენტრი ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ.