სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

16:31, 10.10.2020

თელავის რაიონული სასამართლომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. საქმის განხილვა გუშინ დახურულ სხდომაზე წარიმართა.

გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მკვლელობა სოფელ იორმუღანლოში 7 ოქტომბერს მოხდა. 38 წლის ქალმა 36 წლის თანასოფლელი მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ ნოემბერს ჩაინიშნა.

მსგავსი