იორდანიის მეფემ ენტონი ბლინკენთან საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რათა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არ გავრცელდეს
იორდანიის მეფემ ენტონი ბლინკენთან საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რათა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არ გავრცელდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ ღაზის მოქალაქეების კოლექტიური დასჯის საფრთხესა და უდანაშაულო ადამიანების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

იორდანიის მონარქმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.

მეფე აბდულამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საერთაშორისო სააგენტოების მუშაობა არ უნდა შეფერხდეს, რათა მათ ჰუმანიტარული მოვალეობები შეასრულონ. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას ღაზისა და მის შემოგარენში ესკალაციის დასასრულებლად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად, რათა კონფლიქტის გავრცელება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არ მოხდეს.

იორდანიის მეფის განცხადებით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული კრიზისის გადატანა მეზობელ ქვეყნებში და ლტოლვილთა საკითხის გამწვავება.