იორდანიის მეფე - ახლო აღმოსავლეთი უფსკრულში ჩავარდნის ზღვარზეა
იორდანიის მეფე - ახლო აღმოსავლეთი უფსკრულში ჩავარდნის ზღვარზეა

ახლო აღმოსავლეთი „უფსკრულში ჩავარდნის ზღვარზეა“, – ამის შესახებ იორდანიის მეფე აბდულამ, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იორდანიის მონარქის თქმით, არც მისი ქვეყანა და არც ეგვიპტე არ მიიღებენ პალესტინელ ლტოლვილებს და ეს საკითხი იორდანიისთვის წითელი ხაზია.

იორდანიის მეფემ ასევე აღნიშნა, რომ ათასობით უდანაშაულო პალესტინელი საფრთხეშია და ღაზის ომი თუ არ შეჩერდება, მისმა გაგრძელებამ შესაძლოა, მთელი რეგიონი ძალადობის ახალ სპირალში გადაიყვანოს.

იორდანიის მეფე აბდულამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინელების იძულებით გადაადგილების მცდელობები და მათი იძულებით გადაადგილება მიუღებელია და აუცილებელია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა.