იორდანიამ გაერო-ს ნება დართო, სირიელი ლტოლვილების ბანაკში ჰუმანიტარული დახმარება იორდანიის საზღვრის გავლით შეიტანოს
იორდანიამ გაერო-ს ნება დართო, ერ-რუკბანში, სირიელი ლტოლვილების ბანაკში ჰუმანიტარული დახმარება იორდანიის საზღვრის გავლით შეიტანოს. ამის შესახებ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ალ-კიადმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება გამონაკლისს წარმოადგენს და დროებითია, სანამ გაერო ამ ბანაკებში ჰუმანიტარული დახმარების სირიის ტერიტორიიდან შეტანას შეძლებს. უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ იორდანიამ ისედაც ბევრი იტვირთა 1,3 მილიონი სირიელი დევნილის მიღებით.
სირია-იორდანიის საზღვართან, ერ-რუკბანში ბანაკი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2014 წელს იორდანიამ, მიგრანტებისთვის უსაფრთხოების საკითხებისა და ეკონომიკური სიტუაციის მიზეზით, საზღვარი ჩაკეტა.
რაიონს უკანონო შეიარაღებული ფორმირება აკონტროლებს, რის გამოც ბანაკში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა. გაეროს მონაცემებით, ბანაკში 50 000 დევნილი იმყოფება.