იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა - ის პირველი უცხოელია ამ პოსტზე #1TVSPORT
დანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – ამის შესახებ შვედეთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურმა გამოაცხადა.
47 წლის დანიელი პირველი უცხოელი მწვრთნელია შვედეთის ნაკრების ისტორიაში.
„მოუთმენლად ველოდები ამ ახალი საქმის დაწყებას, გულშემატკივრებსა და მოთამაშეებთან შეხვედრას“, – განაცხადა ტომასონმა.
დანიელი სპეციალისტი მანამდე „ექსელსიორის“, „როდას“, „მალმიოსა“ და „ბლექბერნის“ მთავარი მწვრთნელი იყო.