იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა – ის პირველი უცხოელია ამ პოსტზე #1TVSPORT

00:14, 27.02.2024

დანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – ამის შესახებ შვედეთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

47 წლის დანიელი პირველი უცხოელი მწვრთნელია შვედეთის ნაკრების ისტორიაში.

„მოუთმენლად ველოდები ამ ახალი საქმის დაწყებას, გულშემატკივრებსა და მოთამაშეებთან შეხვედრას“, – განაცხადა ტომასონმა.

დანიელი სპეციალისტი მანამდე „ექსელსიორის“, „როდას“, „მალმიოსა“ და „ბლექბერნის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

მსგავსი