შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოსტიდან დაითხოვეს #1TVSPORT

10:29, 21.11.2023

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა ქვეყნის ეროვნული ნაკრების პოსტიდან იანე ანდერსონის გადაყენების შესახებ.

ამ სპეციალისტის ბოლო მატჩი შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გახდა ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურის მატჩი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც სკანდინავიელებმა 2:0 მოიგეს. შვედებმა ვერ შეძლეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოხვედრა, ერთ-ერთ მატჩში კი 0:3 დამარცხდნენ აზერბაიჯანთან.

იანე ანდერსონი შვედეთის ნაკრებს 2016 წლიდან ავარჯიშებდა.

მსგავსი