იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერდება
იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერდება

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, „ტვიტერში“ წერს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერდება.

„ასოცირების დღის წესრიგის გადახედვა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პროგრამა – ეს არის ამბიციური პროგრამა, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ დაგვაახლოებს“, – წერს იოჰანეს ჰანი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით არსებული შედეგები. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ, კომპლექსურ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე, მათ შორის რეფორმებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით და სხვა სფეროებში.