ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 986 729 აცრაა ჩატარებული, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 პირი
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 986 729 აცრაა ჩატარებული, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 პირი

3 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6 პროცენტია, სრულად კი ვაქცინირებულია 944 520 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 818 პაციენტი, 49 კი გარადაიცვალა.