იოავ გალანტი აცხადებს, რომ ღაზაზე სამხედრო შეტევა არ შეჩერდება ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის გამო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ღაზაზე სამხედრო შეტევა არ შეჩერდება ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის გამო.
„ჩვენ ვართ მუდმივად ჩართული მტრის განადგურების პროცესში. ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასთან“ ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ ბრძოლის პარალელურად მოხდება“, – ამბობს გალანტი.
აშშ-ის და ეგვიპტელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლებმა დოჰაში შეხვედრა გამართეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების აღსადგენად.