იოავ გალანტი – ირანზე დარტყმის შემდეგ მსოფლიო გაიგებს ისრაელის ძალას და ეს იქნება გაკვეთილი მისი მტრებისთვის

19:08, 23.10.2024

ირანზე დარტყმის შემდეგ მსოფლიო გაიგებს ისრაელის ძალას და ეს იქნება გაკვეთილი მისი მტრებისთვის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა საჰაერო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ისრაელი ამზადებს პასუხს ირანის პირველი ოქტომბრის მასირებულ საჰაერო იერიშზე.

„მას შემდეგ, რაც ირანზე თავდასხმას განვახორციელებთ, ყველა გაიგებს თქვენს ძალას, მომზადების პროცესსა და წვრთნას, ნებისმიერი მტერი, რომელიც ეცდება, ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოს, დიდ საფასურს გადაიხდის“, – დაწერა გალანტმა სოციალურ ქსელ X-ში.

მსგავსი