იოახიმ ლიოვი სამწვრთნელო კარიერის განახლებისთვის ემზადება #1TVSPORT
გერმანელი სპეციალისტი იოახიმ ლიოვი სამწვრთნელო კარიერის განახლებას აპირებს.
გაზეთ Bild-ის მონაცემებით, 62 წლის ლიოვმა ცოტა ხნის წინ უარი თქვა „შტუტგარტში“ კონსულტანტის პოსტზე. წყაროს ცნობით, მას მხოლოდ და მხოლოდ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობა აინტერესებს.
ლიოვის ბოლო სამუშაო ადგილი გერმანიის ნაკრები იყო, რომელსაც 2006-21 წლებში ავარჯიშებდა.