იოახიმ ლიოვი პორტუგალიასთან გამარჯვებაზე - ასეთი წარმატება ყოველთვის ზრდის საკუთარი თავის რწმენას #1TVSPORT
იოახიმ ლიოვი პორტუგალიასთან გამარჯვებაზე - ასეთი წარმატება ყოველთვის ზრდის საკუთარი თავის რწმენას #1TVSPORT

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გერმანია პორტუგალიას დაუპირისპირდა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოო ჯამში, ლიოვის გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ასეთი წარმატება ყოველთვის ზრდის საკუთარი თავის რწმენას. ჩვენ არასოდეს შეგვპარვია ეჭვი ჩვენს შესაძლებლობებში, არც მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონებთან წავაგეთ. ვიცოდით, რომ იყო რაღაცები, რაც უნდა გამოგვესწორებინა. ასეთ ტურნირზე ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააკეთო. შემდეგი თამაში, უნგრეთთან, სავარაუდოდ, საკმაოდ მძიმე იქნება. ისინი დაცვაში ჩადგებიან 8-9 კაცით და კონტრშეტევის იმედად იქნებიან. ყველა თამაში ისე უნდა ჩავატაროთ, როგორც ეს დღეს ვქენით. წნეხის ქვეშ უნდა გვყავდეს მეტოქე. ამ ტურნირზე ბევრი ძლიერი გუნდია. ისინი, ვინც იდეალურად გამოიყურებიან პირველ ორ შეხვედრაში, იშვიათად ხდებიან გამარჯვებულები.“

გერმანიამ ევრო 2020-ზე პირველი ქულები მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში კი უნგრეთს დაუპირისპირდება.