მიულერი და ჰუმელსი გერმანიის ნაკრების განაცხადში მოხვდნენ #1TVSPORT
მიულერი და ჰუმელსი გერმანიის ნაკრების განაცხადში მოხვდნენ #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გამოაცხადა საბოლოო შემადგენლობა ევრო 2020-სთვის. 26-კაციან სიაში მოხვდნენ „დორტმუნდის“ მცველი მატს ჰუმელსი და „ბაიერნის“ ფორვარდი თომას მიულერი, რომლებსაც ეროვნულ გუნდში 2018 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშიათ.

სრული განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები – ბერნდ ლენო (არსენალი, ინგლისი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კევინ ტრაპი (აინტრახტი)

მცველები – მატიას გინტერი (გლადბახი), რობინ გოზენსი (ატალანტა, იტალია), კრისტიან გიუნტერი (ფრაიბურგი), მარსელ ჰალშტენბერგი (ლაიპციგი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი), რობინ კოხი (ლიდსი, ინგლისი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი);

ნა[ევარმცველები – ემრე ჯანი (დორტმუნდი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ ციტი, ინგლისი), კაი ჰაფერცი (ჩელსი, ინგლისი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ტონი კროოსი (რეალი, გერმანია), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ფლორიან ნოიჰაუსი (გლადბახი)

ფორვარდები – თომას მიულერი (ბაიერნი), ლეროი სანე (ბაიერნი), კევინ ფოლანდი (მონაკო, საფრანგეთი), ტიმო ვერნერი (ჩელსი, ინგლისი).