იოახიმ ლიოვმა შეიძლება ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT
იოახიმ ლიოვმა შეიძლება ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრები კვლავაც ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

გერმანული გამოცემა Bild-ის მონაცემებით, ბრაზილიის ეროვნულ გუნდს, შესაძლოა, სათავეში ჩაუდგეს იოახიმ ლიოვი. ის ამ პოსტზე მთავარ პრეტენდენტთა სიაში შედის.

დღეისთვის ლიოვი უმუშევარია. ის გერმანიის ნაკრებს 2006-21 წლებში ავარჯიშებდა.

კიდევ ერთი სპეციალისტი, რომელსაც აქტიურად ასახელებენ ბრაზილიის ნაკრების სავარაუდო დამრიგებლად, არის მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი.