ბრაზილიის ნაკრები კვლავაც ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.
გერმანული გამოცემა Bild-ის მონაცემებით, ბრაზილიის ეროვნულ გუნდს, შესაძლოა, სათავეში ჩაუდგეს იოახიმ ლიოვი. ის ამ პოსტზე მთავარ პრეტენდენტთა სიაში შედის.
დღეისთვის ლიოვი უმუშევარია. ის გერმანიის ნაკრებს 2006-21 წლებში ავარჯიშებდა.
კიდევ ერთი სპეციალისტი, რომელსაც აქტიურად ასახელებენ ბრაზილიის ნაკრების სავარაუდო დამრიგებლად, არის მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი.