მე ვიყავი მომდევნო მესი, ახალი გერმანული იმედი - მარიო გიოტცემ საკუთარ ვაჟს წერილი მისწერა #1TVSPORT
მე ვიყავი მომდევნო მესი, ახალი გერმანული იმედი - მარიო გიოტცემ საკუთარ ვაჟს წერილი მისწერა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ უჩვეულო წერილი დაწერა. მისი ადრესატი იყო ფეხბურთელის ვაჟი, რომელიც 2020 წელს დაიბადა.

„ყველაფერი, რაც მე მინდოდა, უმაღლეს დონეზე თამაში იყო. მე გავიტანე გოლი, რომელმაც გერმანია მსოფლიო ჩემპიონად აქცია. არ ვიგონებ! იმდენად კარგი ვიყავი, რომ ხალხი ამბობდა – მე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვიქნებოდი პლანეტაზე. ისინი ელოდნენ, რომ ვიქნებოდი სუპერვარსკვლავი მომდევნო 10 წლის განმავლობაში. მე ვიყავი ახალი გერმანული იმედი.

მომდევნო მესი (თქვენ ხომ იცნობთ მას?). მაგრამ ეს მძიმე ტვირთია. ვგრძნობდი, რომ დომინანტი უნდა ვყოფილიყავი ყოველ თამაშში, ყოველ კვირას. არანაირი ცუდი დღეები. უნდა მომეგო დღეს, ხვალ. და მე მართლა ძალიან ვცდილობდი.

მაგრამ ადამიანებს აქვთ ცუდი დღეები. ისინი ტრავმებს იღებენ. ისინი ავად ხდებიან. მაშინაც კი, როცა კარგად თამაშობ, მწვრთნელმა შეიძლება შეცვალოს სისტემა და შენ თამაშიდან ვარდები. როცა უკან ვიხედები, ვაცნობიერებ, რომ ძალიან მკაცრი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ. და ასევე ვისურვებდი, რომ თავის დროზე უფრო მომთმენი ვყოფილიყავი“, – დაწერა გიოტცემ.

კარიერის განმავლობაში მარიო გიოტცე თამაშობდა „დორტმუნდში“, „ბაიერნსა“ და „ეინდჰოვენში“. დღეს 32 წლის ნახევარმცველი „აინტრახტში“ თამაშობს.