ნაგელსმანს გერმანიის ნაკრებში კონტრაქტს უგრძელებენ #1TVSPORT
ნაგელსმანს გერმანიის ნაკრებში კონტრაქტს უგრძელებენ #1TVSPORT

იულიან ნაგელსმანმა 2023 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა გერმანიის ნაკრები და გუნდი ევრო 2024-ზე მეოთხედფინალამდე გაიყვანა. მისი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა, მაგრამ ახლა შეიძლება, ხელშეკრულება კიდევ გახანგრძლივდეს.

გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო კავშირი განიხილავს მწვრთნელთან კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობას. ორგანიზაციას ჩაფიქრებული აქვს ნაგელსმანთან თანამშრომლობის გახანგრძლივება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ, კერძოდ, 2028 წლის ზაფხულამდე.

თავად ნაგელსმანიც მხარს უჭერს ამ იდეას. ის წინააღმდეგი არ არის, გააფორმოს ახალი კონტრაქტი და გააგრძელოს მუშაობა ნაკრებთან. მაგრამ ადრე იწერებოდა, რომ ის ეროვნული გუნდის დატოვებას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ გეგმავდა.