იტალიური საფეხბურთო გრანდი, მილანის „ინტერი“ ნიჭიერ დამწყებ ფეხბურთელებს მთელს მსოფლიოში ეძებს – ძიების ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხული სკოლების დაფუძნებაა.
მომავალ წელს, იტალიელთა პერტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში, დიდი ალბათობით, საქართველოც იქნება. ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ მიწვევით, „ინტერის“ საზაფხულო სკოლების კოორდინატორი ანდრია რატი თბილისში ჩამოვიდა და თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზა მოინახულა.
ანდრია რატი პირველ არხთან აცხადებს, რომ „თავისუფალი ფეხბურთის“ წინადადება მოსწონს და „ინტერის“ საზაფხულო სკოლის საქართველოში დაფუძნება რეალური საქმეა.
“„თავისუფალ ფეხბურთის“ დამფუძნებლებთან პარტნიორობის შედეგია, თბილისში კლუბის დავალებით რომ ჩამოვედი. მიხარია, „ინტერს“ ქართულმა მხარემ ასეთი საინტერესო იდეა რომ შესთავაზა. საზაფხულო სკოლისთვის შემოთავაზებული ტერიტორია ვნახეთ და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. დიდი ალბათობით, პარტიონობა „ინტერსა“ და „თავისუფალ ფეხბურთს“ შორის 2018 წელს დაიწყება“, – ამბობს ანდრია რატი, მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლის კოორდინატორი.
როგორც „თავისუფალი ფეხბურთის“ პროექტების მენეჯერი პეტრე სარდანაძე აცხადებს, გადაწყვეტილება ფაქტობრუვად მიღებულია.
„მოლაპარაკება დასასრულს მიუახლოვდა და ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიღებულია. თბილისში ჩამოვლენ „ინტერის“ საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელები და ზაფხულში 75-მდე ბავშვს ავარჯიშებენ“, – განაცხადა სარდანაძემ.
„თავისუფალი ფეხბურთის“ დამფუძნებლის ლევათ სეთურიძის თქმით, მილანის „ინტერთან“ თანამშრომლობა ერთი წლსი წინ დაიწყო.
„მილანის „ინტერის” ასაკობრივი გუნდი თბილისის „დინამოს“ ორგანიზებულ ტურნირზე მონაწილეობდა. „ინტერის“საზაფხული სკოლის დაფუძნება ქართულ სინამდვილეში სიახლეა – ამაში ხელს გვიწყობენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსიტრო და ფეხბურთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, გამორჩეულად მადლიერები ვართ „ზესტაფონის“ მეპატრონე ილია კოკაიასი, რომელიც საზაფხულო სკოლისთვის მოედნების დათმობას დაგვთანხმდა“, -აღნიშნა სეთურიძემ.