ინგუშეთის ლიდერმა ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმების მოწინააღმდეგე მომიტინგეებს მოლაპარაკებები შესთავაზა და დაშლისკენ მოუწოდა
ინგუშეთის ლიდერი იუნუს-ბეკ ევკუროვი ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმების მოწინააღმდეგე მომიტინგებს მოლაპარაკებებს სთავაზობს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ევკუროვმა დემონსტრანტებს მოლაპრაკებები შესთავაზა და დაშლისკენ მოუწოდა.
როგორც რეგიონის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ შეარჩევენ აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც რესპუბლიკის ხელმძღვანელის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც ევკურვმა რუსულ მედიას განუცხადა, ის მომიტინგეებთან შესახვედრად გავიდა, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით.
საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის პრეზიდენტ, იუნუს-ბეკ ევკუროვისა და ჩეჩნეთის პრეზიდერნტის, რამზან კადიროვის ხელმოწერილი დოკუმენტის გაუქმებას ითხოვენ.
ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა 26 სექტემბერს ხელი მოაწერეს საზღვრების დაცვის ხელშეკრულებას. შეთანხმება ითვალისწინებს ინგუშეთის ნადტერეჩნისრაიონის და ჩეჩნეთის მალგობეკსკის რაიონის დაუსახლებელი ტერიტორიების გაცვლას. ინგუშეთის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ტერიტორიების არათანაბრად გაცვლა მოხდა.
დღეს რეგიონულმა პარლამენტმა ჩეჩნეთთან შეთანხმება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის სასაზღვრო შეთანხმება მხოლოდ რეგიონული რეფერენდუმის შემდეგ უნდა დამტკიცდეს.