ინგლისის ჩრდილოეთით თოვლმა და ძლიერმა ქარბუქმა გზების პარალიზება გამოიწვია
ინგლისის ჩრდილოეთით თოვლმა გზების პარალიზება გამოიწვია. ამასთან, 2 500-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ინფორმაციას მედია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, სატვირთო მანქანები ამ დრომდე თოვლშია ჩარჩენილი, რაც ბლოკავს გზატკეცილებს.
კუმბრიის ოლქის სახანძრო და სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა მძღოლები გამოეყვანათ თოვლში ჩარჩენილი მანქანებიდან.
როგორც უწებაში განმარტავენ, ქარბუქი იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე მეტეოროლოგები ვარაუდობდნენ.