ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ოთხი კლინიკას გუშინ დაემატა
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ოთხი კლინიკას გუშინ დაემატა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

კლინიკას გუშინ ოთხი პაციენტი დაემატა.

„ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში შემოვიდა ოთხი დადასტურებული შემთხვევა. ერთი საბურთალოს შემთხვევაა, სამი გახლავთ შემოტანილი შემთხვევები. ორი არის სომხეთიდან შემოტანილი. ეს შემოტანილი შემთხვევა არის ტრანზიტი მინსკი-ერევანის რეისით. ერთი – მოსკოვის რეისით, ლარსის საზღვარზე გადმოსული პაციენტია. შემოსული პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„არსებულ პაციენტებში ჩვენ გვყავდა ორი მძიმე ავადმყოფი და აქედან ერთის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა, განიხილება როგორც საშუალო სიმძიმის, ერთი ჯერ კვლავ მძიმეა. მართალია, გაუმჯობესებულია, მაგრამ მთლიანად იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა პროგრესირებას არ დაექვემდებარება, არ შეიძლება, ამიტომ ჯერ მძიმე მდგომარეობაში რჩება. სხვა პაციენტები მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.