ინდონეზიაში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებმა მასობრივი პროტესტი გამოიწვია
ინდონეზიაში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებმა მასობრივი პროტესტი გამოიწვია, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ინდონეზიაში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე მთავრობის მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას.
ინდონეზიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიებს აღარ დასჭირდებოდათ რეგიონულ ასამბლეებში, მინიმუმ, 20%-იანი წარმომადგენლობა კანდიდატის წარსადგენად, თუმცა 24 საათის განმავლობაში პარლამენტმა წარადგინა საგანგებო მოთხოვნა ამ ცვლილებების გაუქმების შესახებ.
დემონსტრანტები შეიკრიბნენ ჯაკარტაში, პარლამენტის შენობასთან, ასევე ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის, პადანგში, ბანდუნგსა და იოგიაკარტაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, მოსალოდნელია, რომ დაჩქარებული წესით მიღებული კანონმდებლობა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილს გააუქმებს, დღეს დამტკიცდება, ამდენად სავარაუდოა, რომ ადგილობრივი არჩევნები უკონკურენტო იქნება.