ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა
ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას მსხვერპლის მიზეზი წვიმების შედეგად წარმოქმნილი მეწყერი გახდა.

ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, კუნძულებზე დაღუპულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია, აღმოსავლეთ ტიმორში კი სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა.

სამძებრო-სამშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველები 70-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. 10 000-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი.