ინდოეთის ქალაქ მანდიში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა. ცეცხლი გამთენიისას სავარაუდოდ, თხევადი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო და სამაშველო ბრიგადებმა ოჯახის წევრების გადარჩენა ვერ შეძლეს.
მაშველებმა მეზობლად მდებარე სახლებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს.