ინდოეთში, ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში ხანძარს 18 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში ხანძარს 18 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 15 ქალია. კიდევ ორი მძიმედ დაშავებულია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა მაჰარაშტრას შტატის ქალაქ პუნაში მდებარე სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა. საწარმოში ხანძრის დროს 37 ადამიანი მუშაობდა.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდიმ და მათ ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.